რუსთავი2 vs პაკო – მორალის სადარაჯოზე

pako.jpg

სათაურიდან დავიწყოთ რა! :D ”რუსთავი2 მორალის სადარაჯოზე” – ხომ უკვე სასაცილოა? :D

ხოოდა, ბარის ეპოქა სრულდება-მეთქი და… დაიწყო გუშინ ბოლო ბარი. ”ბარი 4 – ყველაზე ყველაზე შოუ!” დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო! დაიწყო ყველაზე ექსტრავაგანტული მონაწილეების გასაცნობი ლაივ-შოუთი და მათ შორის ”ყველაზე ყველაზემ” ქართველი ერის წინაშე აღიარა – მე არატრადიციული ვარო. :D შემდეგ უფრო გასაგებად განმარტა – ”გეი ვარ მე, ორი ადამიანი ერთში, მე ხომ ქალიც ვარ და კაციც, ასერომ, ყველას კონკურენტი ვარ ამ შოუშიო”. ბარში მყოფი ხალხის გაკვირვება იმდენად არა პაკოს ორიენტაციამ, არამედ სწორედ ამ ხმამაღალმა განცხადებამ გამოიწვია. ამ მომენტის შემდეგ კი მთელი ლაივ-შოუს მთავარი თემა სწორედ ეს ადამიანი იყო. ყველა დანარჩენი კითხვა სწორედ პაკოსთან ერთად თანაცხოვრებას შეეხებოდა და სახლში ასვლის შემდეგაც, ცენტრალური ფიგურა ყველა კადრში ახლადგამოკლოზეტებული გეი გახლდათ. გაგრძელება →

რუსთავი2 გეი-აღლუმს გამართავს

pride.jpg

დიახ, ტელეკომპანია ”რუსთავი2” გეი-აღლუმის გამართვას აპირებს. აბა სხვა რა ლოგიკური დასკვნა უნდა გამოვიტანო გუშინდელი სიუჟეტიდან? კურიერის პირველივე ბლოკში, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, თავდასხმისას მოკლული პატრულის თანამშრომლის შემდეგ, გავიდა სიუჟეტი, რომელიც მიეძღვნა ტელეკომპანიის ჟურნალისტის მიერ შეთხზულ მითს იმის შესახებ, რომ თურმე თბილისში 29 ივლისს გეი-აღლუმი იმართებაო. არადა, არავინ მართავს გეი-აღლუმს, მაგრამ ამხელა ფილარმონია ტელეკომპანია ხომ არ მოგვატყუებდა?.. გაგრძელება →