გაეცი ორგანო — გადაარჩინე სიცოცხლე

დონორის ბარათი

ალბათ ყველას გინახავთ მინიმუმ ერთი ისეთი ფილმი, ან წაგიკითხავთ ერთი ნოველა მაინც, რომელშიც ორგანოს დონაციის თემაა გაჟღერებული. აი ის, ყელში ამოსული სიუჟეტური ხაზი — რომელიმე პერსონაჟი მძიმედ ავადაა, სასწრაფოდ ესაჭიროება ახალი გული (ან თირკმელი, ან ღვიძლი…), მისი არცერთი ნათესავი არ არის თავსებადი და ა.შ. და ა.შ.

არ ვიცი, ზუსტად რა არის ამ თემის ასეთი პოპულარობის მიზეზი. შეიძლება, ეს უბრალოდ სცენარისტთა ამოწურული ფანტაზიის შედეგია, მაგრამ შეიძლება — მიზანმიმართული აქცია, რომლის ფუნქციაც მსგავსი საშინელი მომენტის დეტალების ფართო მასებისთვის გაცნობა და იმის ნათლად ჩვენებაა, რომ ტრანსპლანტაციის საჭიროების წინაშე ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება დადგეს. ჩემი ეს პოსტიც მსგავსი ფუნქციის იქნება. და ამით მინდა ერთგვარი მინი-აქცია დავიწყოთ, ქართულ ინტერნეტში მაინც :) გაგრძელება →

სტივ ჯობსის სამი ისტორია

სტივ ჯობსი ვინ არის, მემგონი ყველამ იცის. არც ეფლის სექტანტი თაყვანისმცემელი ვარ და არც მისი დამაარსებლის სურათი მაქვს ჩამოკიდებული თავთან, მაგრამ მისტერ ჯობსი ჩემთვის უდაოდ დიდი ადამიანია. უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ვის გარეშე წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო თანამედროვე კომპიუტერი და ოპერაციული სისტემები :) ამის გარდა კი — მოაზროვნე პიროვნება, შესანიშნავი მარკეტოლოგი და უბრალოდ თავზეხელაღებული ჰიპი, რომლის ახირებებმა ბევრ სფეროში ეპოქა შექმნა.

2005 წელს სტივ ჯობსმა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოსვლა წაიკითხა სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან — სამი პატარა ისტორია საკუთარი ცხოვრებიდან, რომელიც ჩემზე, ყოველი მოსმენისას, ძალიან პოზიტიურ და გამომაცოცხლებელ ეფექტს ახდენს. :) ერთი-ორჯერ სერიოზულად დამეხმარა კიდეც რაღაც-რაღაცეებში და გემრიელად შემომილაწუნა, აი ისეთ ფოკუსგარე მომენტებში, ყველას რომ ქონია ;) გაგრძელება →

Pomegranate Phone და high-tech თემები კურიერში

„ბროწეულფონის“ შესახებ მემგონი ძალიან ბევრმა იცის უკვე. მაგრამ ვინც არ იცის, მათთვის თავიდან დავიწყებ :) წინა პოსტიც ზუსტად ვირუსულ ონლაინ-მარკეტინგზე მქონდა დაწერილი და ესეც ამ თემის გაგრძელებაა.

2008 წლის სექტემბრის მიწურულს ინტერნეტს მომენტალურად მოედო ერთი საიტი — http://www.pomegranatephone.ca/

ამ საიტზე ახლაც შეგიძლიათ ნახოთ თვალისმომჭრელი პრეზენტაცია ახალი ტელეფონის, Pomegranate Phone-ის შესახებ, სადაც ჩამოთვლილია ის დამატებითი ფუნქციები, რომელიც ამ ტელეფონს უნიკალურს ხდის :)) მათ შორისაა ჩაშენებული პროექტორი, რომლითაც კედელზე ან ეკრანზე ფილმების და პრეზენტაციების გაშვებაა შესაძლებელი, ყავის მადუღარა, წვერის საპარსი, ჰარმონიკა, ხმოვანი თარჯიმანი 50 ენაზე და სხვა ისეთი მოსაწყენი ფუნქციებიც, როგორიცაა GPS ნავიგაცია, ციფრული კამერა, Wi-Fi კავშირის მხარდაჭერა და ა.შ. გაგრძელება →

ვირუსული ვიდეო: Geo Style!

ინტერნეტი ძალიან ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტია. ზოგ შემთხვევაში, ბევრად უფრო ძლიერი და ეფექტური, ვიდრე თვით მედია-მეფე ტელევიზია. :) მსოფლიო აბლაბუდას ეს თვისება დიდი ხანია, რაც განვითარებულ ქვეყნებში შეამჩნიეს და მშვენივრადაც იყენებენ მას; საქართველოში კი, ინტერნეტის მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენება სტანდარტული საიტითა და მოსაწყენი საბანერო რეკლამით შემოიფარგლება ხოლმე (და ისიც, მხოლოდ რამოდენიმე კომპანიისთვის).

არადა, ქსელი შესაძლებლობების უსასრულო ზღვაა :) დაწყებული კლასიკური საბანერო რეკლამებით და დამთავრებული შესანიშნავი გარემოთი ვირუსული მარკეტინგისთვის. მთავარი კი ის არის, რომ ამ სივრცის ათვისება ძალიან, ძალიან იაფი ჯდება. სწორი გათვლების და ცოტა კრეატივის ჩართვის შემთხვევაში კი, შესაძლოა საერთოდ დანახარჯების გარეშეც კი „მიწვდეს“ ჭკვიანი ადამიანი ათიათასობით მომხმარებელს. გაგრძელება →

The Best Of: Georgian Porn Providers

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა
წინამდებარე პოსტი განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვისაც შეუსრულდა 18 წელი! მასში გამოყენებულია უცენზურო ლექსიკა და შინაარსი, რომელიც შესაძლოა შეურაცხმყოფელი ან ზიანის მომტანი იყოს მავანთა გონებისთვის!
გთხოვთ, ნუ წაიკითხავთ მომდევნო პოსტს, თუ ხართ უბიწო ან თუ თვლით, რომ ზედმეტად მგრძნობიარე დამოკიდებულება გაქვთ უცენზურო ლექსიკის მიმართ.

ესეიგი… :D დიდი ხანია მინდოდა ამ პოსტის დაწერა, მაგრამ ვერა და ვერ მოვიცალე. ახლა კი გადავწყვიტე ჩავუჯდე და მივიღო სრული სიამოვნება :D

საქმე რაშია.
ჩვენთან ძალიან, ძალიან მომრავლდა პორნო-ვარეზები :) ნუ, ის ბედნიერება ხომ არ კმაროდა, რომ ყოველი მეორე საკუთარ ვარეზნიკს ქმნიდა. ამის შემდეგ კი, ჯინეტის პროგრესირებადი კონტენტმეიკერები პორნო-ფაილებზე გადავიდნენ. მიზეზი მარტივი იყო – პორნო საიტის კეთება არის ადვილი, სასიამოვნო (:D) და, რაც მთავარია, ძალიან ეფექტური. პორნო ხომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კონტენტია მსოფლიო ინტერნეტში და, რათქმაუნდა, საქართველოშიც. ამიტომ, სულ რაღაც 2-3 დღეში ახალი პორნო საიტი რეიტინგში საკმაოდ სოლიდურ საიტებსაც კი უსწრებდა ხოლმე. შესაბამისად, მარტივად მოპოვებული ვიზიტორები ბევრს მოუნდა :D გაგრძელება →

Fall 2008: ახალი სატელევიზიო სეზონი აშშ-ში

მართალია, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი ტელეკომპანიის გეგმები შეცვალა, მაგრამ ისინი არც მშვიდობიან დროს გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ნოვატორულობით. :( ამიტომ, მემგონი გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სექტემბრის თვეში პირველად სწორედ აშშ-ს ახალ სეზონზე ვისაუბრებ.

შარშანდელთან შედარებით, როცა ამერიკის ტელესივრცეში ახალი შოუების ბუმი იყო, წლევანდელი წელი შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება :) თუმცა, ეს ”მოკრძალებულობა” პირობითი ნათქვამია – ახალი შოუები საკმაოდაა, უბრალოდ წინა წელს მართლა სასწაული იყო, როდესაც 9 ახალი და კიდევ უამრავი returning შოუ მხოლოდ ABC-მ დააანონსა აგვისტოს ბოლოს :D გაგრძელება →

რაც შენია – შენია. მალე – ტელეფონის ნომერიც!

ნომრის პორტაბელურობა – ეს ცნება შეიძლება უახლოეს მომავალში საქართველოშიც რეალური გახდეს.

ნომრის პორტაბელურობა არის მომხმარებლის უფლება, შეინარჩუნოს მისი საკუთარი ტელეფონის ნომერი (მობილური ან ფიქსირებული) ოპერატორის/სერვისის მომწოდებლის შეცვლისას. ეს ძალიან სასარგებლო და ცივილური მომსახურებაა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია დანერგილი. და რომელიც, შესაძლოა, მალე ჩვენთანაც დაინერგოს. :)

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ღრმა ძილიდან ნელ-ნელა იწყებს გამოფხიზლებას და ამ საკითხის განხილვას. საკონსულტაციო დოკუმენტი უკვე მზადაა, ახლა სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც კარგად შეისწავლის საკითხს და ჩვენი ქვეყნისა და ბაზრისთვის მისაღებ მოდელს შეიმუშავებს. გაგრძელება →

აფხაზეთი რუსულ ობიექტივში

ალბათ ბევრს გაგიგიათ ცნობილი რუსი დიზაინერის არტიომ ლებედევის შესახებ. ჩემ ბლოგშიც მიხსენებია იგი რამოდენიმეჯერ…

ნუ, ამ ადამიანზე საუბარი დიდხანს შეიძლება, თუმცა ამჯერად ყველაზე საინტერესო მისი ჰობი – მოგზაურობაა. იგი უკვე რამოდენიმე წელია აქტიურად დაიარება დედამიწის გარშემო, იღებს ფოტოებს და საუკეთესოებს თავის მობლოგო-საიტზე ათავსებს, კომენტარებითურთ.

დღეს კი, მის საიტზე მორიგი ვიზიტისას, აღმოვაჩინე, რომ ერთი თვის წინ აფხაზეთში ყოფილა ჩასული. რამოდენიმე დღიანი ვიზიტისას თითქმის ყველა ლეგენდარული ქალაქის მონახულება მოასწრო. და, რათქმაუნდა, ფოტოებიც გადაიღო. გაგრძელება →

ქართველები საზღვარგარეთ

რამოდენიმე თვის წინ თბილისის ფორუმში საინტერესო თემა გაიხსნა – უცხოეთში ქართველების ქართველებთან შეხვედრის ისტორიები. გახსნის დღიდან თვალს ვადევნებდი. უამრავი ისტორია დაგროვდა – ზოგი ისეთი, თბილად რომ მეღიმება :) ზოგზე – ამელის მსგავსად რომ ვიღვრები :*) ისტორიების ნახევარი კი, უბრალოდ მაიძულებს, რომ შემრცხვეს ხოლმე ჩემი ეროვნების :(

თუმცა, თავს ვიიმედებ ხოლმე – ცუდი და კარგი ყველა ერშია… გაგრძელება →

კინოსეზონი ქართულად

რატომ არის ამ ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა?

მთელ მსოფლიოში ზაფხული განსაკუთრებითაა დახუნძლული პრემიერებით და კინომოვლენებით. ყველა მსხვილბიუჯეტიანი ბლოკბასტერი და წმინდა ”ჰოლივუდური”, სანახაობრივი კინო ცდილობს, ზაფხულის პერიოდს დაამთხვიოს რელიზი.

ზაფხულში ბევრს შვებულება აქვს, თინეიჯერებს – არდადეგები. ყველა უფრო მეტადაა გართობის და დასვენების ტალღაზე, უფრო ბევრს ცალია საღამოობით, როცა არც სამეცადინო აქვთ მეორე დღისთვის და არც სამსახურში ჩასაბარებელი ანგარიში აქვთ მოსამზადებელი… გაგრძელება →