სტივ ჯობსის სამი ისტორია

სტივ ჯობსი ვინ არის, მემგონი ყველამ იცის. არც ეფლის სექტანტი თაყვანისმცემელი ვარ და არც მისი დამაარსებლის სურათი მაქვს ჩამოკიდებული თავთან, მაგრამ მისტერ ჯობსი ჩემთვის უდაოდ დიდი ადამიანია. უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ვის გარეშე წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო თანამედროვე კომპიუტერი და ოპერაციული სისტემები :) ამის გარდა კი — მოაზროვნე პიროვნება, შესანიშნავი მარკეტოლოგი და უბრალოდ თავზეხელაღებული ჰიპი, რომლის ახირებებმა ბევრ სფეროში ეპოქა შექმნა.

2005 წელს სტივ ჯობსმა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოსვლა წაიკითხა სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან — სამი პატარა ისტორია საკუთარი ცხოვრებიდან, რომელიც ჩემზე, ყოველი მოსმენისას, ძალიან პოზიტიურ და გამომაცოცხლებელ ეფექტს ახდენს. :) ერთი-ორჯერ სერიოზულად დამეხმარა კიდეც რაღაც-რაღაცეებში და გემრიელად შემომილაწუნა, აი ისეთ ფოკუსგარე მომენტებში, ყველას რომ ქონია ;) გაგრძელება →

WALL·E — PC-სა და Mac-ის სიყვარულის ისტორია

გამოვიდა, როგორც იქნა გამოვიდა! :)
WALL-E პიქსარის მორიგი სრულმეტრაჟიანი მულტფილმია, რომელიც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით ისეთივე დონის ნახტომია, როგორიც 1986 წლის Luxo Jr. იყო. ეს ფილმი ერთდროულად მოიცავს საოცარ ანიმაციურ პროდუქტს, არაჩვეულებრივ ვიზუალურ სანახაობასა და შესანიშნავ საი-ფაი ნაწარმოებს.

რატატუის ნახვის შემდეგ, ნამდვილად არ მეგონა, პიქსარი უკეთეს ფილმს უახლოეს მომავალში მაინც თუ გადაიღებდა, ნებისმიერი კუთხით. თუმცა მათ ეს შეძლეს – ვოლი უდავოდ საუკეთესოა, რაც პიქსარს დღემდე შეუქმნია! და ალბათ უდიდესი მიღწევა სწორედ ესაა, როდესაც სტუდიის ყოველი ფილმი ყველა წინაზე უკეთესია :) გაგრძელება →

თანამედროვე ინტერნეტის არქიტექტორები

top-25.jpg

ამას წინათ ჟურნალმა BusinessWeek თავის მკითხველებსა და ავტორებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. შედეგების მიხედვით კი 25 ადამიანი შეარჩია, რომლებმაც ჟურნალის აზრით ყველაზე დიდი გავლენა იქონიეს თანამედროვე ინტერნეტის ფორმირებაზე.

მემგონი საინტერესო იქნება, გავიხსენოთ ბუმბერაზი კლასიკოსები :)

1. შემქმნელი: ტიმ ბერნერს-ლი

როგორც Webpark წერს, 1989 წელს ბერნერს-ლიმ ჰიპერტექსტის გამოგონებით საფუძველი ჩაუყარა ინტერნეტში ინფორმაციის ორგანიზების ძირითად პრინციპს – მარტივად რომ ვთქვათ, მან ბმულების სისტემა შექმნა. 90-იან წლებში კი სწორედ მან დაიწყო ე.წ. ”სემანტიკურ ვებზე” (Semantic Web) მუშაობა, რომელიც ინტერნეტში ინფორმაციის განაწილების უფრო მოსახერხებელ, ტეგებზე აწყობილ ფორმას გულისხმობდა. დღეს ბერნერს-ლი, ორგანიზაცია World Wide Web Consortium-ის ხელმძღვანელი, საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებითაა დაკავებული. გაგრძელება →

წერილი ჩემს პატრონს

pc.jpg

გამარჯობა პატრონო, მე PC ვარ :) გახსოვარ? ცოტათი მსუქანი, ნელნელა გამელოტებაც დამეწყო… სოლიდური და საქმიანი შესახედაობა მაქვს, მუდამ პიჯაკში გამოწყობილი. რა ვქნა, საქმიანი ადამიანი ვარ. ჩემთვის მთავარი ფუნქციონალური მხარეა, გასართობად დრო ნაკლებად მრჩება… სამწუხაროდ არ მაქვს აკვა-დიზაინი, არც ფანჯრებს შორის ფრენა შემიძლია სხვადასხვა ეფექტებით… არც ჩემი ხატულები განიცდიან გასივებას და არც ვაზელინს ვხმარობდი შენთან ურთიერთობისას, უადგილოდ :)
სამაგიეროდ, ჩემს საქმეს მშვენივრად ვასრულებდი. უამრავი დამხმარე პროგრამა მქონდა. მართალია, ვირუსები მაწუხებდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პოპულარული ვარ ზედმეტად… თუმცა არც ეს იყო დიდი პრობლემა… სულ რაღაც მეხსიერების რამოდენიმე მეგაბაიტი და კასპერი მშვენივრად მიცავდა გაციებისგან :)
არც ჰარდზე ვიყავი დამოკიდებული… ჩემთვის ჰარდს უამრავი მწარმოებელი ქმნის. შესაბამისად, არჩევანი დიდზე დიდი იყო :) პლიუსები მეც მქონდა და იმასაც, მაკსაც… ისევე, როგორც მინუსები.
ყველაფერი ხომ შეჩვევაზეა :) ყველაზე კარგი და მოსახერხებელი ის არის, რომელსაც შეეჩვიე. გაგრძელება →