Fall 2008: ახალი სატელევიზიო სეზონი აშშ-ში

მართალია, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი ტელეკომპანიის გეგმები შეცვალა, მაგრამ ისინი არც მშვიდობიან დროს გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ნოვატორულობით. :( ამიტომ, მემგონი გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სექტემბრის თვეში პირველად სწორედ აშშ-ს ახალ სეზონზე ვისაუბრებ.

შარშანდელთან შედარებით, როცა ამერიკის ტელესივრცეში ახალი შოუების ბუმი იყო, წლევანდელი წელი შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება :) თუმცა, ეს ”მოკრძალებულობა” პირობითი ნათქვამია – ახალი შოუები საკმაოდაა, უბრალოდ წინა წელს მართლა სასწაული იყო, როდესაც 9 ახალი და კიდევ უამრავი returning შოუ მხოლოდ ABC-მ დააანონსა აგვისტოს ბოლოს :D გაგრძელება →

ორმაგად დაკარგულები

double-lost.jpg

ქართული არხები სექტემბრის შუა რიცხვებიდან ახალ სატელევიზიო სეზონს იწყებენ. გარდა ბევრი ახალი შოუს, სერიალის და სხვა პროექტისა, რუსთავი2 “უკანასკნელი გმირის”, ხოლო ტელეიმედი “დაკარგულების” ახალი სეზონის ჩვენებას აპირებს.

მიუხედავად მკვეთრად განსხვავებული ფორმატისა, ეს ორი შოუ ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. თუმცა, ამაზე მოგვიანებით…

დავიწყოთ სულ თავიდან – 1997 წლიდან, როდესაც შვედურმა ტელეკომპანია “სტრიქსმა” წარმოებაში ჩაუშვა ერთი შეხედვით უცნაური პროექტი – “ექსპედიცია რობინზონი”. მის ფორმატზე ავტორი ჩარლი პარსონი 1992 წლიდან მუშაობდა, რომელსაც მანამდე უკვე ორი საკმაოდ წარმატებული ბრიტანული შოუ – “სამყარო” და “დიდი საუზმე” ჰქონდა შექმნილი. “ექსპედიცია რობინზონმა” შვედეთში არნახული პოპულარობა მოიპოვა. საერთო ჯამში ეთერში 8 სეზონი გავიდა; მეოთხე სეზონის ფინალურ ეპიზოდს კი თვალს 4 მილიონზე მეტი ადამიანი, ანუ, ყოველი მეორე შვედი ადევნებდა. გაგრძელება →

LOST – მე-3 სეზონის ფინალი

looking-glass.jpg

Through the Looking Glass

და დადგა ჟამი… :D
მოვიდა დღე, რომელსაც ველოდით… :D
მესამე სეზონის ორსაათიანი ფინალი ჩვენს ხელთაა!

შემდეგ სეზონამდე კი სულრაღაც 9 თვე დარჩა :) მეოთხე, 16 სერიანი სეზონი ეთერში 2008 წლის თებერვლიდან გავა :)
ასერომ, ინჯოი ლასთ მინითს :D გაგრძელება →

ახალი სერიალი ვიპოვე – Grey’s Anatomy

greys.jpg

კიდევ ახალი სერიალი მინდოდა მე? :( მაგრამ არ ვნანობ! :) ძალიან, ძალიან კარგი სერიალი ვიპოვე – გრეის ანატომია (ან, ”სიყვარულის ანატომია”, როგორც რუსებმა თარგმნეს).

პრინციპში, საკმაოდ დიდი ხანია, რაც გაგონილი მქონდა მის შესახებ, მაგრამ რატომღაც ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი. მიუხედავად იმისა, რომ ER-ის ძალიან დიდი ფანი ვიყავი, ვერასდროს მოვიცალე ანატომიის თუნდაც ერთი სერიის მოსაქაჩად.

და ამას წინათ გავბედე და ვუყურე პირველ სერიას – არაჩვეულებრივი იყო! :) ნამდვილი ეტალონი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს პირველი სერია, რათა მომენტალურად შესვას მაყურებელი და მის ერთ-ერთ ფავორიტ შოუდ აქციოს. :) გაგრძელება →

LOST – ფინალი ჯერკიდევ შორსაა

lost.gif

ამ რამოდენიმე დღის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ LOST ჯერკიდევ არ აპირებს დასრულებას… ან რატომ უნდა აპირებდეს? ABC-ის ხელში უკანასკნელი ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და მასშტაბური ტელესერიალი უჭირავს! შემოსავლების ჯერჯერობით უშრეტი წყარო, ამიტომაც, მე პირადად მის უფრო დიდხანს გაწელვას ველოდი… გაგრძელება →