(ამ) ბლოგის შესახებ

მოდი დავიწყოთ ყველაზე ბანალურით:

რა არის ბლოგი?
თავად სიტყვა ინგლისური წარმოშობისაა და საფუძვლად ორი ამავე ენის სიტყვა - web და log უდევს. სწორედ ეს არის ვებლოგი - ელექტრონული დღიური, საიტი, სადაც ჩანაწერები კეთდება ქრონოლოგიურად და, როგორც წესი, გამოტანა უკუმიმართულებით ხდება ხოლმე.

ბლოგები ძირითადად შეიცავენ კომენტარებსა და ავტორების შეხედულებებს კონკრეტულ სფეროებზე, მაგალითად, საჭმელზე, პოლიტიკაზე, ადგილობრივ სიახლეებზე; ზოგი ბლოგი კი პირადი ელექტრონული დღიურია, ყველაზე პირდაპირი გაგებით. ტიპიური ბლოგი აერთიანებს ტექსტს, სურათებს, ბმულებს სხვა ბლოგებსა და საიტებზე და სხვა მასალას, რაც თემასთანაა დაკავშირებული. მკითხველების მიერ ჩანაწერებზე კომენტარების დატოვების შესაძლებლობა ბლოგების ინტერაქტიულობას განაპირობებს, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია ამ სამყაროში. ბლოგების უმეტესობა ტექსტუალურ კონტენტზეა ორიენტირებული, თუმცა არსებობს სახვითი ხელოვნებისკენ (არტლოგი), ფოტოგრაფიისკენ (ფოტობლოგი, სკეტჩბლოგი), ვიდეომასალებისკენ (ვლოგი), მუსიკისკენ (mp3-ბლოგი) და აუდიო კონტენტისკენ (პოდკასტინგი) მიმართული ბლოგები; ასევე ხშირია ბლოგები სექსუალურ თემატიკაზეც. სწორედ ეს საიტები შეადგენენ დღევანდელი სოციალური ონლაინ-მედიის ბირთვს, რომლის ძალაც ბევრ ქვეყანაში სხვა ელექტრონული მედიის საშუალებებისას არ ჩამოუვარდება.

ამ მომენტისთვის ბლოგების საძიებო სისტემა Technorati 102 მილიონზე მეტ ვებლოგს იცნობს. და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება :)

ბლოგინგი საქართველოში (?)
ისევე როგორც ყველაფერი, ბლოგინგიც ჩვენთან დამახინჯებულად გაიგეს :( არსებობდა blog.ge, myblog.ge, log.ge - ეს უცხოური wordpress.com-ისა და blogspot.com-ის ეროვნული ანალოგები იყო. თუმცა არაფერი გამოვიდა - 10 გახსნილი ბლოგიდან მხოლოდ 1 თუ იყო ბლოგის პრინციპების დაახლოებით მაინც დამცველი. დანარჩენი 9 უბრალოდ ტიპიური ვარეზნიკი იყო - უფასო ფაილებითა და პორნოთი.

თუმცა, ერთეულები მაინც არსებობდნენ. მაგრამ ეს ერთეულებიც ძირითადად პირადი ტიპის ბლოგები იყო. ანუ, ბლოგები, სადაც ავტორი წერდა იმის შესახებ, თუ როგორი ცუდი დღე ჰქონდა; ან იმის შესახებ, თუ რამდენი ხანია, რაც მის შეყვარებულს არ დაურეკავს; ან იმის შესახებ, თუ რა ფერის პომადა იშოვა გუშინ… პროფესიული, თემატური ბლოგები დღემდე თითქმის არ არსებობს. და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოში ონლაინ-ჟურნალისტიკის ბუმია, ნებისმიერი გაზეთის თუ ჟურნალის თანამშრომელს საკუთარი ბლოგი აქვს, ნებისმიერ ტელეგადაცემას, მის პროდიუსერებს, წამყვანს, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს თავიანთი ბლოგები აქვთ. ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობის ამ ყველაზე მეგობრულ, უშუალო, ინტერაქტიულ და შედეგიან ფორმას დღეს საქართველოში თითქმის არავინ იყენებს…

და გაიხსნა Rocko.Ge…
გაიხსნა როკო.ჯი :) მერე? არც არაფერი. უბრალოდ, როგორც იქნა მოვაბი თავი ბლოგის გახსნას. თავს საკმაოდ დიდი სტაჟის მქონე ინტერნეტ-მომხმარებლად ვთვლი, თუმცა ბლოგერობა რამოდენიმე თვეა რაც დავიწყე.

რატომ არის ეს ბლოგი განსაკუთრებული? ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე მრავალფეროვანია. შესაძლოა იმიტომ არის მრავალფეროვანი, რომ ერთ კონკრეტულ თემატიკაზე თავად გამიჭირდებოდა ხშირად საინტერესო მასალების განთავსება. ან იმიტომ, რომ უბრალოდ მოსაბეზრებელი იქნებოდა ჩემთვის მხოლოდ ერთ თემაზე წერა.

აქ განთავსებული მასალები ძირითადად მაინც ჩემი პირადი პოზიციაა. ეს ბლოგი არავის კომერციული საკუთრება არ არის და არც არანაირ კონკრეტულ მიზანს ემსახურება :) მისი ერთადერთი ფუნქცია ჩემთვის, მოზღვავებული ონლაინ-ექსგიბიციონიზმის ჩახშობაა :D სხვები კი თუ რამე სარგებელს ნახავენ აქაურობით, მოხარული ვიქნები :)


წაკითხულია 1,896-ჯერ
ძიება ბლოგში:
გვერდები
თვალშისაცემი წერილები
ყველაზე პოპულარული
ბოლო კომენტარები
  • BENjAMIN  წერილზე —
    „The Best Of: Georgian Porn Providers“
  • დავითა  წერილზე —
    „აფხაზეთი რუსულ ობიექტივში“
  • ინგლისურიდან ფრანგულზე მთარგმნელი  წერილზე —
    „გუგლი ქართულს სწავლობს“
  • ირაკლი  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • ლიზიკო  წერილზე —
    „ქართველები საზღვარგარეთ“
  • პაპუნა  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • DaViDd  წერილზე —
    „რუსთავი2 vs პაკო – მორალის სადარაჯოზე“
  • DaViDd  წერილზე —
    „რუსთავი2 გეი-აღლუმს გამართავს“
  • მე ვარ  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
  • მე ვარ  წერილზე —
    „პორნო-ტორტები“
არქივი
ცოტა ციფრები

ბლოგი Rocko.Ge გაიხსნა 2007 წლის მაისში, 1211 დღის წინ. ამ დროის მანძილზე ჯამში დაიწერა 89 წერილი და 4,130 კომენტარი. აკისმეტმა კი აქ გამოგზავნილი 6,665 სპამი დაიჭირა.

This blog is not powered by:

ბანერები და ღილაკები
  • ვებსაიტების დიზაინი და დამზადება
  • tools.ge - თქვენი სამაგიდე საიტი
  • teen.ge - ფორუმი ყველა თაობის თინეიჯერისთვის
  • რა? სად? როდის? შეკითხვების არქივი
ბმულები
ცოტა ედვანსედ
სხვადასხვა
  • me @ facebook
  • Browse Happy
  • Rocko.Ge
  • Get Firefox
  • Proud owner of .GE
  • Creative Commons-ის ლიცენზია